პოსტსაბჭოთა NGOკრატიის შიზოფრენია - ეთნიკური ანტისისტემის გენეზისი საქართველოში


ავტორი: გეგი კუხალეიშვილი

ეძღვნება ლევ ნიკოლოზის ძე გუმილიოვის ნათელ ხსოვნას

ნაწილი პირველი - ეთნიკური ანტისისტემის ფორმირება და ეთნოგენეზისის ფაზები

დიდი საბჭოთა რუსი მოაზროვნის, ისტორიკოსისა და ფილოსოფოსის, ლევ გუმილიოვის თეორიის მიხედვით, ეთნიკური ანტისისტემა წარმოადგენს, ნეგატიური მსოფლშეგრძნების მქონე ინდივიდების სისტემურ ერთიანობას, რომელიც აღმოცენდება რა ერის სხეულზე, ვითარცა პარაზიტი, შიდა და გარე დესტრუქციული ფაქტორების დროში ურთიერთდამთხვევით, ახერხებს თვითგანადგურების მექანიზმის ამოქმედებას, ხშირად ლეტალური დასასრულით.

ეთნიკური ანტისისტემის ჩამოყალიბებასა და მის შემდგომ განვითარებას ლეტალურ გამოსავლამდე, გააჩნია თავისი წინაპირობები. მისი აღმოცენებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის კონკრეტული ერის ეთნოგენეზისის ფაზის ცვლილების დროში დამთხვევა უცხო ძალის ინტერვენციასთან, რომელიც წარმოადგენს იმგვარ სუპერეთნოსს, რომელთან მოცემული ეთნოსის კოლაბორაციისას, სახეზე გვაქვს ორი ურთიერთშეუთავსებელი სისტემა. ერთი სიტყვით, ერისათვის საბედისწერო კოლიზიას ქმნის ეთნოგენეზისის ფაზის ცვლილების დამთხვევა უცხო სუპერეთნოსის მიერ ძალადობრივად თავსმოხვეულ ცნობიერების სტრუქტურებთან და ქცევის სქემებთან.

ანტისისტემა წარმოადგენს ფენომენს, რომელიც ხასიათდება სისტემაში შემავალ ელემენტებს შორის ურთიერთკავშირის რაოდენობრივი და თვისობრივი შემცირების ტენდენციით, რაც მიმართულია სისტემის გამარტივების, მოლეკულებად დაშლისა და ატომიზაციის, საბოლოო ჯამში კი მის ვაკუუმად გადაქცევისა და გაუქმებისკენ. თუ უფრო მარტივად და ხატოვნად ვიტყვით, ანტისისტემა მოწოდებულია იმისათვის, რომ ერის ცოცხალი სხეული, უსულო, მიხრწნილ გვამად გადააქციოს, ან, როგორც თავად ლევ ნიკოლოზის ძე იტყოდა, მასში სივრცე და დრო ერთმანეთისგან განაცალკევოს, მაშასადამე მოაკვდინოს.

ანტისისტემის საპირისპიროდ, სისტემა მიმართულია იქეთკენ, რომ მასში შემავალი ელემენტების ურთიერთკავშირის რაოდენობრივი და თვისობრივი ინტენსიფიკაცია მოახდინოს, რაც მიზნად ისახავს სისტემის გართულებას, გაერთიანებასა და ცენტრალიზაციას.

საქმე იმაშია, რომ ეთნოგენეზისის ფაზების ცვლილების კვალდაკვალ, ერში მიმდინარეობს პასიონარული მუხტის შემცირება, რაც ერთი მხრივ იწვევს თავად ეთნიკური სისტემის დასუსტებას, ხოლო მეორე მხრივ უცხოური ინტერვენციის (სამხედრო-პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და ა.შ.) მიმართ, მის შინაგან მოწყვლადობას, რეზისტენტულობის შემცირებას.

სისტემის დასუსტების პარალელურად, წარმოიშობა ის, რასაც ლევ გუმილიოვი ეთნიკურ ქიმერებს უწოდებდა, ანუ იმგვარი ცრუ განწყობები და ყალბი, ერთობ აბსტრაქტული იდეალები, რომელიც სრულიად მოწყვეტილია დროისა და სივრცისგან, მაშასადამე ცნობიერების ისეთი სტრუქტურები, რომელნიც არ ითვალისწინებენ სასიცოცხლო და ბაზისურ: გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ, ცივილიზაციურ თუ კულტურულ ფაქტორებს. ერში არსებული, თუნდაც ზომიერი და ჰარმონიული პასიონარიზმი, იოლად გააქარწყლებდა ანტისისტემის მიერ შემოთავაზებულ ეთნიკურ ქიმერებს და უცხოურ სუპერეთნოსს არ მისცემდა მისი ცნობიერების კოლონიზაციის შესაძლებლობას, მაგრამ ეთნოგენეზისის ინერციული ფაზიდან, ობსკურაციულზე გადასვლის დროს, ერის პასიონარული ენერგია იმ კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ ჩამოდის, რომელიც შესაძლებელს გახდიდა უცხოური კულტურული ინტერვენციის მიმართ, მედგარ წინააღმდეგობას. აქვე, ორიოდე სიტყვა ეთნოგენეზისის ინერციული და ობსკურაციული ფაზების შესახებ.

ერისა და ცივილიზაციის განვითარების ინერციული ფაზა არის, მისი არსებობის უკანასკნელი კულტურულად ნაყოფიერი სტადია, ერთგვარი "ოქროს შემოდგომა", რომელიც ხასიათდება იმგვარი კულტურული რენესანსით, რომ რაღაც მომენტში ჩნდება ილუზია, რომ ეს დღესასწაული მარადიულად გაგრძელდება. ეთნოგენეზისის ინერციულ ფაზაში, სახეზე გვაქვს ზომიერი, ჰარმონიული პასიონარიზმი, რადიკალური პასიონარიზმისგან განსხვავებით, (დამახასიათებელია ეთნოგენეზისის საწყისი საფეხურებისთვის) რომელიც ხშირად სასიკვდილო საფრთხისკენ მიიდრიკება, შესუსტებული პასიონარიზმი წინ წამოსწევს ჰარმონიული თვითშენახვის კონსერვატიულ ინსტინქტს, თუმცა იგი საკმარისად მძლავრია საიმისოდ, რათა საკუთარ სხეულში ანტისისტემის მომწამვლელი ბაცილები გაანადგუროს.

ეთნოგენეზისის ობსკურაციულ ფაზაში კი, სასიცოცხლო ძალები სულ უფრო და უფრო მეტად იფიტება, სახეზე გვაქვს სისტემაში შემავალ ელემენტთა მზარდი ატომიზაცია და ურთიერთკავშირის ქსელის ინტენსიური შემცირება, იმდენად, რომ პროგრესირებადი ინდივიდუალიზაციისა და დეკოლექტივიზაციის კვალდაკვალ, ექსტრემიზებული თვითშენარჩუნების კონსერვატიული ინსტინქტი, თვალსა და ხელს შუა გადაიზრდება თვითგანადგურებისადმი სრულიად ფატალურ მისწრაფებაში, რომელიც იმდენად მძლავრი და ყოვლისშთანმთქმელი ხდება, რომ სავსებითაც აღარ წარმოადგენს ინდივიდის თავისუფალ არჩევანს, არამედ ჩნდება შთაბეჭდილება, რომ იგი ჩათრეულ იქნა უნივერსალური ბნელი ძალის საბედისწერო მორევში, ამ დროს ის, რასაც შეგვიძლია ვუწოდოთ Деяние, გარდაიქცევა იმად, რაც შეიძლება განისაზღვროს, როგორც Явление, მაშასადამე თავისუფალი ნება გადადის ბედისწერაში, ზუსტად ისე, როგორც რაოდენობრივი პრინციპი თვისობრივში. ამდენად, ობსკურაციული ფაზის პირობებში, ერისა თუ ცივილიზაციის კოლექტიური პასიონარიზმი კრიტიკულ ქვედა ნიშნულს დაბლა ჩამოდის, ეთნოსის (სუპერეთნოსი) ძირითად ნაწილს უკვე შეადგენენ სუბპასიონარები, რომელთაც აღარ ახასიათებთ საკუთარ კულტურულ წიაღში დინჯი და თავდაჯერებული ფესვგადგმულობა, ამის საპირისპიროდ განიცდიან ერთგვარ გაუცხოებას საკუთარი მშობლიური კულტურის მიმართ, რაც შედარებით უკეთეს შემთხვევაში გვირგვინდება სრული, მაგრამ პასიური, ინკაფსულირებული ნიჰილიზმით, ან უარეს შემთხვევაში, საკუთარი ეროვნულ-კულტურული იდენტობის ისტერიული და აგრესიული თვითდადასტურებითა (ნაციონალიზმი, ფაშიზმი, ნაციზმი) თუ ასეთივე ისტერიულ-აგრესიული თვითუარყოფით, (ლიბერალური ფაშიზმი) რომელიც თავს ასაღებს, როგორც ეთნოგენეზისის ადრეული ფაზებისთვის ნიშნეული ახალგაზრდული და ორგანული პასიონარიზმი, მაგრამ სინამდვილეში წარმოადგენს თვითგანადგურების თვით შეშლილობამდე ექსტრემიზებულ ინსტინქტს, რომელიც ცდილობს სიკვდილსა და განადგურებას დაუქვემდებაროს მთელი კაცობრიობა და სრულიად ცოცხალი სამყარო.

ძალზედ ხშირად, ჩვენს გაოცებას იწვევს ის ფაქტი, თუ რამდენად მარტივად აბრუებს ამა თუ იმ ხალხსა თუ ცივილიზაციას, სრულიად ბანალური და მარტივად იდენტიფიცირებადი სიცრუის ბანგი. მაშინაც კი, როდესაც ქიმერებს ბნელ ხვეულებში აღარ სძინავთ და რბილად რომ ვთქვათ, არც ისე გამოუცნობნი არიან, არამედ თვითკმაყოფილი სახითა და იდიოტური გამომეტყველებით მოკალათებულან: პრეზიდენტის, ელჩისა თუ პარლამენტარის ნელ-თბილ სავარძელში. მაშ რაშია საქმე? ნუთუ ყველა ასე ერთიანად შეიშალა ჭკუიდან? იმდენად, რომ შეუძლებელი გახდა მარტივი ჭეშმარიტების გარჩევა, უტიფარი, აბსოლუტურად სწორხაზოვანი ტყუილისგან? საქმე იმაშია, რომ დასუსტებულმა სისტემამ, ნოყიერი ნიადაგი მოამზადა ეთნიკური ქიმერების აღმოცენებისათვის, ხოლო უცხო სუპერეთნოსის კულტურულმა ინტერვენციამ, რომელიც სინამდვილეში იმაზე უხეშ ძალას ეყრდნობა, ვიდრე ზოგიერთს წარმოუდგენია, ისედაც იმუნური დეფიციტის მქონე სისტემაში, შემოიყვანა ხელოვნური ვირუსი, რომელმაც, თავის მხრივ თვითდესტრუქციული პროცესების აქსელერაცია გამოიწვია.

ჩვენ, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ასეთ დროს, ყოველივეს სტიქიურად წარმართავს თვითგანადგურების საბედისწერო მაშინერია, ხოლო თვითდესტრუქციის რადიკალიზებულ პრინციპთან მიმართებით, ყოველი აქტი თუ მოვლენა, მეორადი ან სრულიად უმნიშვნელო ხდება, მეტიც, იგი საზრისს იძენს მხოლოდ თვითგანადგურების ტოტალობასთან მიმართებით. თვითგანადგურების ლოგიკა ერთ სიბრტყეზე აყენებს, ერთმანეთთან ათანაბრებს ჭეშმარიტებასა და უსინდისო ტყუილს, იმდენად რამდენადაც, ნებელობისა და აზროვნების ამ მატრიცაში, თვითგანადგურება, როგორც ასეთი, იქცევა აბსოლუტურ თვითმიზნად, ხოლო სიმართლე და სიცრუე, ოდენ მის ინსტრუმენტებად გვეცხადებიან.

საგულისხმოა, რომ აქ ცალკეული სუბიექტების ნება, ინტელექტი თუ სინდისი ოდნავადაც არ მნიშვნელობს, მას აღარ შეუძლია შემაკავებელი ფუნქციის (Katehon) შესრულება, რადგანაც საქმე გვაქვს აბსოლუტურ სატანიზმთან - Деяние ვერ მარჯვობს იმ საუფლოში, სადაც უკვე გაბატონდა დემონური Явление.

მავანი იკითხავს - არსებობს კი გამოსავალი ასეთი მდგომარეობიდან? ცხადია, არსებობს, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება მანამ, სანამ სიცოცხლე გრძელდება, როგორც ერთი სახელოვანი ესპანელი ბრძენი იტყოდა, ყველაფერს ეშველება სიკვდილის გარდა. გუმილიოვის თეორიის მიხედვით, პასიონარული ინდუქცია გულისხმობს პროცესს, როდესაც თვით ეთნოგენეზისის ობსკურაციული ფაზის პირობებში, ორგანულად ყალიბდება პასიონართა მცირე ჯგუფი, რომელიც მზად არის თუნდაც სიკვდილის ფასად დაიცვას საკუთარი ერი თუ ცივილიზაცია, ამავდროულად კი ფლობს საკმარისად მძლავრ და ფოლადისებრ ნებას საიმისოდ, რომ ჰომეოსტაზის მდგომარეობაში მყოფი ჰარმონიული, შედარებით დეპასიონარიზებული სუბიექტებისა და სუბპასიონარების, ერთიან პასიონარულ ველში მოქცევა, მათი პასიონარული დამუხტვა და იდეოლოგიური დაელექტროება გამოიწვიოს.

ნაწილი მეორე - ანტისისტემა, როგორც ფორმაცია - სატანის იმპერია

ლიბერალური კაპიტალიზმი წარმოადგენს დასრულებული სახით მოცემულ, ფორმაციული ბაზისით დაფუძნებულ და შესაბამისი სოციალურ-კულტურული ალგორითმებით გაფორმებულ ანტისისტემას, რომელიც კულტურული დეგრადაციის კვალდაკვალ ჩამოყალიბდა დასავლეთ ევროპაში, პროეცირებული სახით განსხეულდა ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთადერთ ცივილიზაციურ ერთეულში, რომელიც დასაბამითგანვე განასახიერებს დაგვირგვინებულ ანტისისტემას და რომელმაც სოციალური ატომიზაციის, ეკონომიკის ინდივიდუალიზაციისა და კულტურული დემენციის პროგრესულ, საბედისწერო ტენდენციას დაუქვემდებარა მთელი დასავლური ცივილიზაცია, რომელიც იმდენად მძლავრია, რომ შპენგლერის საუკუნისწინა წინასწარმეტყველება "დასავლეთის დაისზე", დღეს შეიძლება თვით სამყაროს დასალიერამდე გახმიანდეს, როგორც დასავლეთის სიკვდილი, მაგრამ რაც კიდევ უფრო უარესია, დასავლური ანტისისტემა, ორგანიზებული ენჯეოკრატიის ქსელის მეშვეობით ცდილობს ამ სასიკვდილო ვირუსის მთელ სამყაროში გავრცელებას, რათა უფსკრულში გადაიყოლოს მთელი დანარჩენი მსოფლიო და მართალია დასავლეთის კულტურული ნარატივები, მისგან მომდინარე იდეოლოგიური ინდოქტრინაციისა თუ ღირებულებითი ინტოქსიკაციის ჩათვლით, ზოგიერთის წარმოდგენით, განასახიერებს მხოლოდ შპენგლერისეულ ფსევდომორფოზს, რომელიც ეხახუნება განსხვავებულ კულტურათა ოდენ ზედაპირს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ძალუძს სხვათა ავთენტური ცივილიზაციური ბირთვის მორღვევა/დეკონსტრუქცია, ჩვენთვის, მეტაფიზიკური სკეპტიკოსებისთვის, ასეთი ტიპის ოპტიმიზმი მიუტევებელია და მხოლოდ ირონიულ ღიმილს იწვევს, რადგანაც კარგად გვესმის რაოდენობრივი პრინციპის თვისობრივში გადასვლის ტენდენცია - ის, რაც თავდაპირველად ხორციელდება, როგორც უცხო სუპერეთნოსის მიერ თავსმოხვეული ფსევდომორფოზი, ანტისისტემაში შემავალ ელემენტთა რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ, არდაბრუნების წერტილამდე მიახლოვების შემთხვევაში, შესაძლოა დასრულდეს ცოცხალი ორგანიზმის, ამ შემთხვევაში ერისა თუ ცივილიზაციის სიკვდილით; მეტი თვალსაჩინოებისთვის, აღნიშნული პროცესის ილუსტრაციისთვის, შეგვიძლია მოვიყვანოთ, დღესდღეობით, ალბათ ყველაზე უფრო აქტუალური, "ცოცხალი" მაგალითი - უკრაინა.

როგორც ზემოთ აღვიშნეთ, ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებული შტატები, წარმოადგენს ერთადერთ ცივილიზაციურ ერთეულს, რომელიც ჩაისახა და განხორციელდა, როგორც ანტისისტემა. აქამდე არსებულ ყველა სხვა ცივილიზაციებში, ანტისისტემური ელემენტები ჩნდებოდნენ მხოლოდ ცივილიზაციური ფაზების ცვლილების, მაშასადამე ცივილიზაციური დეგრადაციის შედეგად. აშშ-ის შემთხვევაში სახეზე გვაქვს, არა უბრალოდ ანტისისტემურ ელემენტთა სუქცესიური ჩამოყალიბება და კრისტალიზაცია ან მათი სიმულტანური თანდასწრება, არამედ მეტაფიზიკურ ხარისხში აყვანილი და რელიგიურ დოგმად ქცეული ანტისისტემური ღირებულებები, რომელიც ერთიან იდეოლოგიურ ველშია მოთავსებული და გააჩნია მაგნიტისებრი მიზიდულობა - რადიკალური ეკონომიკური ეგოიზმი, მერკანტილიზმი, მეშჩანური ცნობიერების სტრუქტურა, სოციალური ატომიზმი, ინდივიდუალიზმი, ონტოლოგიზებული პრაქსისი და ექსტრემიზებული პრაგმატიზმი, ჭვრეტითი გამოცდილების სრული ანიჰილაციის ხარჯზე, ამპუტირებული მეტაფიზიკური ლეგიტიმაციის საწყისი პოლიტიკაში და ა.შ. მაშასადამე, ყველაფერი ის, რაც სხვა ცივილიზაციებისთვის ვირუსს, სასიკვდილო საფრთხესა და განადგურების წინაპირობას წარმოადგენს, ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის აბსოლუტურად ბუნებრივი და ავთენტურია, მასში ანტისისტემის ვირუსი დასაბამითგანვე ინტერნალიზებულია, ამ თვალსაზრისით, აშშ თვით დაბადების ჟამსაც, იმთავითვე სიკვდილთან იყო წილნაყარი, ანუ მასში, როგორც ახალ ცივილიზაციურ ერთეულში, ჩანასახშივე მოცემული და დეიფიცირებული იყო ის სქემები, პატერნები თუ ალგორითმები, რომელიც მომაკვდავი ერებისა თუ ცივილიზაციებისთვის არის დამახასიათებელი და ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის საშიშ, მომაკვდინებელ ტენდენციას წარმოადგენს. სწორედ აქედან გამომდინარე, სავსებით მეცნიერული მიზანშეწონილობითა და სულისკვეთებით ვამტკიცებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის სატანის მკვდრადშობილი ჩვილი, რომლის საბოლოო მიზანი მთელი სამყაროს განადგურება და ცოცხალი ბუნების უსიცოცხლოდ გადაქცევაა და რომელიც, წარმოადგენს არა უბრალოდ სიცრუის იმპერიას, როგორც მას ერთი უსამართლოდ დემონიზებული სახელმწიფოს, აგრეთვე უსამართლოდ დემონიზებული პრეზიდენტი უწოდებს, (მრავალი ნაკლისა თუ სისუსტის მიუხედავად, ნამდვილი Katehon-ის მისიის საკუთარ თავზე აღება და ტვირთვა რომ განუზრახავს) არამედ ჭეშმარიტად სატანის იმპერიას.

ნაწილი მესამე - ქართული NGOკრატიის შეშლილობა და სიღატაკე - ევრო-ატლანტისტური ეთნიკური ქიმერების დეკონსტრუქცია

ახლა კი საჭიროა, ზემოთ აღწერილი ეთნიკური ანტისისტემის ფენომენის ექსტრაპოლაცია ქართულ რეალობაში. აქ, ჩვენ შევეცდებით შემოვიფარგლოთ ოდენ ფაქტების დესკრიფციით, დროით-სივრცითი ანალოგიების შემოთავაზებითა და ცივილიზაციური ქრონოტოპოსების კომპარატივისტული ანალიზით.

გასული საუკუნის 60-70-იანი წლები იყო ქართული ცივილიზაციისთვის განვითარების ინერციული ფაზა, თავისი ყველა მახასიათებლით - სახეზე გვქონდა კულტურული რენესანსი, (განსაკუთრებით კინემატოგრაფში) აქამდე არნახული ეკონომიკური კეთილდღეობა, მაღალი სამეცნიერო პროდუქტიულობა, განვითარებული მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, ჰარმონიული სოციალურ-კულტურული მატრიცა, დასვენებისა და რეკრეაციის შესაძლებლობა საზოგადოების ფართო მასებისთვის, ჰომეოსტაზის მდგომარეობაში მყოფი სოციალური ჯგუფები, კოლექტივები და ადამიანები, დემოგრაფიული ზრდა და რაც ყველაზე მთავარია, ნათელი მომავლის სურათ-ხატი.

საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირის დეკონსტრუქციის შემდეგ, ქართველი ერი გადადის ეთნოგენეზისის ობსკურაციულ საფეხურზე, ეროვნულმა მოძრაობამ ვერ შეძლო ფაზის ცვლილებისა თუ დეგრადაციის თავიდან აცილება და საქართველოს განვითარების ახალ ვექტორზე გადაყვანა, უპირველეს ყოვლისა მასში: არაჯანსაღი, ირაციონალური, თვითდესტრუქციული და ცრუპასიონარული ელემენტების სიჭარბის გამო, აგრეთვე უმეტესწილად იმიტომ, რომ დასავლეთმა საქართველოში წარმატებულად განახორციელა ძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალება და კავკასიის რეგიონში საკუთარი ძალაუფლების მონოპოლიზაციისთვის არც კრიმინალებთან და დამნაშავეებთან თანამშრომლობას მოერიდა. ქართული ცივილიზაციის ობსკურაციულ ფაზაში გადასვლა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისშივე მოხდა, ხასიათდებოდა ყველა იმ ნიშნით, რითიც საზოგადოდ ხასიათდება ეთნოგენეზისის ობსკურაციული სტადია, რაზეც ჩვენ ზემოთ უკვე არაერთხელ, ამომწურავად ვისაუბრეთ და აქ მკითხველს თავს აღარ შევაწყენთ.

დასუსტებულ ეროვნულ ქსოვილში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩნდებიან ეთნიკური ქიმერები, ვითარცა ავადმყოფობის სიმპტომები. ქართული ეთნოსისთვის, ევროინტეგრაცია, სწორედ ამგვარ აკვიატებულ იდეა-ფიქსსა და ობსესიას წარმოადგენს, ხოლო კომპულსიად შეგვიძლია მივიჩნიოთ ბოლო წლებში პარლამენტის წინ ჩატარებული ყველა ის აქცია/დემონსტრაცია, რომელიც ევროპელობის დაკარგვის ფობიითა თუ ევროპაში წარმოსახვითი შესვლის მიზანსწრაფულობით ტარდება და რაკი აღნიშნული პოლიტიკური დემონსტრაციების პერიპეტიათა აღწერა, ჩვენის ღრმა რწმენით, უფრო მეტად სოციალური ფსიქიატრიის კვლევის საგანს უნდა წარმოადგენდეს, ვიდრე პოლიტიკისა თუ ისტორიის ფილოსოფიის, ამ თემაზე საუბარს მეტად აღარ გავაგრძელებთ.

თუ ევროინტეგრაციის ქიმერა ეკონომიკური და კულტურული ანთროპოლოგიის ქრონოტოპოსს განეკუთვნება, უსაფრთხოების, თავდაცვისა და სამხედრო ძალმოსილების ქიმერა ატლანტისტურია - ნატო. ეთნიკური ქიმერებით დასნებოვნებული პაციენტისთვის, უახლესი ისტორიის უმკაცრესი ფაქტები ოდნავადაც არ მნიშვნელობს, რადგან, როგორც აქამდე არაერთხელ აღვნიშნეთ, ანტისისტემურ ტენდენციათა გამტარ ელემენტში, თვითგანადგურების მანიის ტოტალობა გამორიცხავს რაციონალური დისკურსის წარმოებისა თუ გააზრების შესაძლებლობას.

საქართველოში გავრცელებული ევრო-ატლანტისტური ეთნიკური ქიმერები, მომდინარეობს ექსტრემიზებული ინდივიდუალისტური თვითშენახვის პრინციპიდან, რომელსაც გააჩნია თვისი თვისობრივი მდგენელი, როგორც ცივილიზაციური, (ობსკურაციული ფაზა) ისე ფორმაციული (გვიანი კაპიტალიზმი) თვალსაზრისით და რომელიც წარმოადგენს მიზანსწრაფულობისგან სრულიად გაუცხოვებულ, პოლარულად საპირისპირო შედეგებამდე მისვლის, აბსოლუტურად გაუცნობიერებელ და მტკივნეულ, საბედისწერო პროცესს, რომელიც თავის მხრივ, თავად ამ თვალხილულ ბრმათათვის სრულდება ლეტალური გამოსავლით.

ჩვენ, ზემოთ უკვე შევნიშნეთ, რომ ეთნიკური ანტისისტემიის ინვაზიისა და მისი კოლიზიურ პროცესებამდე მისვლის უცილობელ წინაპირობას წარმოადგენს, ეთნოგენეზისის ფაზის ცვლილების დროში დამთხვევა უცხო სუპერეთნოსის მიერ ძალადობრივად თავსმოხვეულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ დღისწესრიგთან. ამავდროულად, საჭიროა, სახეზე გვქონდეს ორი სრულიად ურთიერთშეუთავსებელი სისტემა და სუპერ(ეთნოსი). თუ საქართველოს გასული საუკუნის 90-იანების ისტორიას გადავხედავთ, აშკარა ხდება, როგორც ცივილიზაციური განვითარების ფაზების ცვლილება, ისე უცხო, გარეშე სუპერეთნოსის ინტერვენცია, ხოლო იმის მტკიცებით, თუ რამდენად დიდი პოლარული წინააღმდეგობა არსებობს ქართულ და ჩრდილო ამერიკულ ცივილიზაციებს შორის, ჩემს ინტელექტუალურ, გაწაფულ და თავმოყვარე მკითხველს თავს აღარ შევაწყენ.

დღესდღეობით, საქართველოში ნეგატიური მსოფლშეგრძნების მქონე ინდივიდების სისტემურ ერთიანობას, ანუ ეთნიკურ ანტისისტემას ქმნიან - დასავლეთიდან დაფინანსებული NGO-ები, წამყვანი ოპოზიციური პარტიები და მათივე ოლიგარქების ჯიბის ტელევიზიები, აგრეთვე მოხალისე იდიოტების ლიბერალური ჟანდარმერია, რომელთა აქტივობა ძირითადად სოციალური ქსელებით შემოიფარგლება. იმან, რომ მთელი ამ ლიბერალური ზოოპარკის ცხოველთა საუბრის მანერა, თავად წარმოთქმულის შინაარსი, აგრეთვე მათი ქცევა, აგრე რიგად რომ გვაგონებს ფსიქიატრიული პაციენტის ლაპარაკსა თუ საქციელს, შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს და მათ მიმართ თანაგრძნობის გაჩენის თითოეულ გამოვლინებას შინაგანად უნდა შევეწინააღმდეგოთ, რადგანაც ისინი ჩვენი ერისა და სახელმწიფოსთვის წარმოადგენენ სასიკვდილო ვირუსული დაავადების მატარებელ ელემენტებს, კეთროვან მანიაკებს, რომელთანაც ნებისმიერი სახის შეხება სიკვდილით სრულდება და რომელნიც, ქართველი ერის, ქართული ცივილიზაციისა და სახელმწიფოს სასიცოცხლო, ეგზისტენციალური ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა დაექვემდებარონ სრულ და საბოლოო განადგურებას.

ქართული NGOკრატია ხასიათდება ანტისისტემისთვის ნიშნეული ყველა თვისებით - სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თუ პოლიტიკური ატომიზაციის რადიკალური ტენდენციით, ყველგან შუღლის, დაპირისპირების, დისკრიმინაციისა და სიკვდილის თესვით, იგი ებრძვის და აუქმებს კოლექტიური იდენტობის განმსაზღვრელ ყველა ფაქტორსა და ფენომენს - რელიგიას, აღმსარებლობას, ეკლესიას, ცივილიზაციას, კულტურას, განათლებას, მეცნიერებას, ოჯახს, ეთნოსს, ერს, სახელმწიფოს, სქესს და საბოლოო ჯამში ადამიანს, რამეთუ ადამიანს ადამიანად აყალიბებს სხვა ადამიანთან გარკვეული მიმართების ქონა, ხოლო განკერძოებულად მოცემული, იგი წარმოადგენს ოდენ ატომიზებულ ინდივიდს და არა ადამიანს, როგორც ასეთს. პოსტსაბჭოთა ქართული NGOკრატია მოწოდებულია ქართული ცივილიზაციისა და სახელმწიფოს საბოლოო განადგურებისკენ, იგი წარმოადგენს საქართველოს სასიკვდილო ვირუსულ დაავადებას, შესაბამისად სრულიადაც არ არის შემთხვევითი ის, რომ ქართული NGOკრატიის ვირთხები უკვე სრულიად მოურიდებლად, ღიად და აშკარად გამოდიან რუსეთთან ომის ლოზუნგებით, ამ გზით ისინი ყველაზე სწრაფად და მარტივად გადაჩეხავენ ქვეყანას უფსკრულში, მაშინ, როდესაც თვითგანადგურების ალტერნატიული მექანიზმები დროში გაწელილია და ეტაპობრივ მავნებლურ და ძირგამომთხრელ ძალისხმევას საჭიროებს.

ეთნიკურ ქიმერებსა და NGOკრატიის იაფფასიან, აბსურდულ ლოზუნგებს (შინ ევროპისკენ, ევროპას გვართმევენ, ევროპაში მივდივართ და სხვა ტიპის ბოდვები) გამოდევნებული ბიოლოგიური ნაგავი, რომელსაც ასე ხშირად ვხედავთ რუსთაველის გამზირზე გამართულ პოლიტიკურ დემონსტრაციებზე, აგრეთვე არაცნობიერად შეპყრობილია თვითგანადგურების მანიით, მათ საკუთარი ისტერიულობა და გაუკუღმართებული, თვითდესტრუქციული ნება არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ მარტივი ჭეშმარიტება იდიოტთათვის განკუთვნილი ტყუილისგან განარჩიონ. ისინი გაჰყვირიან შინ ევროპისკენ! მაგრამ მათი ქმედებების შედეგი ის იქნება, რომ რუსეთის პროვინციად აქცევენ საქართველოს, ისინი გაჰყვირიან თავისუფლება! მაგრამ, შინაგანად დასრულებული მონები არიან, რამეთუ დასავლეთია მათი ბატონი, რომლის მიმართ თვით კრიტიკული აზრის თავში გავლებაც კი, მათთვის მკრეხელობად ითვლება, ისინი გაჰყვირიან დემოკრატია! მაგრამ ან თავად წარმოადგენენ ან ირიბად მაინც მხარს უჭერენ და გზას უხსნიან იმგვარ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ქვეყანაში აბსოლუტური დიქტატურა და მარიონეტული ფაშისტური რეჟიმი დაამყარეს, ხოლო ახლა რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, მთელს ქვეყანას ერთ დიდ სასაკლაოდ აქცევენ, ისინი გამოდიან პატრიოტული ლოზუნგებით, მაგრამ სინამდვილეში საკუთარი ერის მესაფლავენი არიან, ისინი გამოდიან ჰუმანიზმის ლოზუნგებით, მაგრამ თავად წარმოადგენენ ადამიანისა და ადამიანობის ყველაზე დიდსა და გაიძვერა მტერს, ისინი გამოდიან ომის ლოზუნგებით, მაგრამ ომი უნდათ არა გამაჯვებისთვის, არამედ საქართველოს საბოლოო დასამარებისთვის. ნუთუ არ აღმოგვაჩნდება საკმარისი მამაკაცური პასიონარიზმი იმისათვის, რომ დასავლეთიდან დაფინანსებული ეს შავი ჭირის ბაცილები, საბოლოოდ გავისტუმროთ იქ, სადაც მათი ადგილია და დიდი ხანია მთელი გულით ელიან? ჯოჯოხეთში.

სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი ეშელონები, ძირითადად სუბპასიონარებით არის დაკომპლექტებული, მხოლოდ აქა-იქ თუ შევხვდებით ჰარმონიულ, ჰომეოსტაზის მდგომარეობაში მყოფ პასიონარებს, რომლებმაც, შესაძლოა, ვერც რაოდენობრივი და ვერც თვისობრივი თვალსაზრისით ვერ შექმნან იმგვარი პასიონარული ბირთვი, რომელსაც აღვირახსნილი დასავლური ნეოკოლონიალიზმისა და მისი ბინძური იმპერიალისტური საცეცებისთვის - NGOკრატიისა და ოპოზიციური აგენტურისთვის საკმარისი წინააღმდეგობის გაწევის ძალა ექნება. რადგანაც ანტისისტემა გადმოდის სასიკვდილო იერიშზე, მისი განეიტრალებისთვის საჭიროა რადიკალური პასიონარული ჯგუფის არსებობა, რომელიც საკუთარი ერისა და ცივილიზაციის გადასარჩენად, მზად იქნება არ შეუშინდეს თვით სასიკვდილო საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში თავსაც გაწირავს.

დასავლეთისა და მათ მიერ დაფინანსებული მეხუთე კოლონის მიერ არჩევნების შემდგომ დაგეგმილი მაიდანი, შეგვიძლია მივიჩნიოთ ქართულ აპოკალიფსად. განხორციელებული მაიდანი იქნება არდაბრუნების წერტილი, რის შემდეგაც შეუძლებელი გახდება ქართული ცივილიზაციისა და სახელმწიფოს შენარჩუნება/გადარჩენა. მთავარი შეკითხვა იმაში მდგომარეობს, თუ ვის შეუძლია წინ აღუდგეს ამ სატანისტურ ძალას, ვინ არის საკმარისად პასიონარული საიმისოდ, რომ დასავლური ბნელეთის ქართველი მოციქულები მიწასთან გაასწოროს?

თუ სახელმწიფო სტრუქტურებს გადავხედავთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნამდვილად არის ის პასიონარული ძალა, რომელსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ, თუმცა, როცა საქმე ეხება ისეთ სისტემას, რომელშიც შესაძლოა იყვნენ აგენტურული და მოღალატეობრივი ელემენტებიც, ანდაც უბრალოდ არსებულ სისტემას არ აღმოაჩნდეს საკმარისი ძალა, ერთი სიტყვით, ყოველთვის ჩნდება გარკვეული ეჭვები და შიში.

ჩემი დაკვირვებით, ანტიიმპერიალისტური ცნობიერების მქონე ადამიანთა შეკავშირება სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ ჭეშმარიტად შექმნის იმ ძალას, რომელსაც გააჩნია არა მხოლოდ საკმარისი პასიონარიზმი, დასავლეთთან და მათ მიერ ძალადობრივად თავსმოხვეულ ანტისისტემასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში, არამედ შეუძლია განახორციელოს პასიონარული ინდუქცია, ანუ პასიონარულ ველში მოაქციოს საზოგადოების კრიტიკულად აუცილებელი მასა, რათა პასიურ ელემენტთა პასიონარიზაციის გზით, მიღწეულ იქნას საბოლოო გამარჯვება დასავლურ სატანიზმთან, გადამწყვეტ და უკანასკნელ ბრძოლაში.